KTV Working Drone

სერვისები უძრავი ქონებისთვის

KTV Working Drone არის სწრაფი, უსაფრთხო და მდგრადი

მომსახურების ფართო სპექტრი, ავტონომიური წმენდა და სახურავის უსაფრთხოების დაპატენტებული სისტემა

KTV Working Drone-თან ერთად, ჩვენ გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის: ფასადების დამუშავებას, ფანჯრების წმენდას, მზის პანელების გაწმენდას, დანადგარებისა და ინფრასტრუქტურის დასუფთავებას, ინსპექტირებას დრონების მეშვეობით, ხოლო უახლოეს მომავალში, ზედაპირების დამუშავებასა და სხვა სერვისებს. “KTV Working Drone” ერთადერთი სერტიფიცირებული კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს ავტონომიურ საწმენდ დრონებს სთავაზობს.

ჩვენი ტექნოლოგია შექმნილია იმისათვის, რომ აღარ იყოს საჭირო პერსონალის მუშაობა სიმაღლეზე ან სახიფათო გარემოში. ადამიანებისთის პოტენციურად საშიში დავალებების თავიდან აცილებით, ჩვენ არა მხოლოდ ვემსახურებით უსაფრთხოებას, არამედ ვუზრუნველვყოფთ უფრო სწრაფ და მაღალხარისხიან შედეგებს.

ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის უძრავი ქონების, ნავთობისა და გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროებში. ჩვენი გადაწყვეტილებები მოიცავს როგორც წმენდასა და ზედაპირების დამუშავებას, ისე ტექნიკურ ინსპექტირებას.

KTV ჯგუფმა შეიმუშავა წმენდის უნიკალური, საკუთარი მეთოდები, როგორიცაა KTV SelfCleaner და KTV Window Metal Cleaner და KTV Nano-Coating. ეს სისტემები შექმნილია ზედაპირის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი წნევით რეცხვის დროს; ეს უზრუნველყოფს ყველაზე მგრძნობიარე მასალების უსაფრთხო და ეფექტურ მოვლას.

დრონი იყენებს წმენდის არაკონტაქტურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს გაფილტრულ წყალს, სითბოსა და ზომიერ წნევას, ქიმიური ნივთიერებებისა თუ მექანიკური ნაკაწრების გარეშე. დრონს ასევე შეუძლია გამოიყენოს KTV SelfCleaner – ფასადის საწმენდი სპეციალიზებული საშუალება, რომელსაც KTV ჯგუფი 2015 წლიდან ავითარებს და იყენებს.

ჩვენი საკუთარი სენსორული ტექნოლოგია უზრუნველყოფს სანტიმეტრულ სიზუსტეს, რაც ხარისხის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის (HSE) მაჩვენებლებს.

გარდა ამისა, ჩვენი დაპატენტებული სახურავის უსაფრთხოების სისტემა მყარად აფიქსირებს დრონს შენობის სახურავზე, რაც გამორიცხავს უსაფრთხოების რისკებს ადამიანებისა და ტრანსპორტისთვის სამუშაო ზონის არეალში.

უნიკალური და გრძელვადიანი ხელშეკრულებები

KTV Care-ის ხელშეკრულებით, ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ვუზრუნველყოთ ფასადებისა და ფანჯრების სრული სისუფთავე გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება ინსპექტირება და დგება მდგომარეობის ამსახველი დასკვნა.

კლიენტებს ეძლევათ წვდომა Bluetag-ის ხარისხის სისტემის პორტალზე, სადაც მათ მარტივად შეუძლიათ იხილონ შესრულებული სამუშაოების სრული ისტორია და ინსპექტირების ანგარიშები. ეს ხელშეკრულება უზრუნველყოფს სრულ კონტროლს გარე დაზიანებებსა და მომავალი ტექნიკური მომსახურების საჭიროებებზე.

ყველა ანგარიში მზადდება სტრუქტურული ინჟინრების მიერ და ფოკუსირებულია შენობის დაზიანებებზე, თერმულ დანაკარგებზე, ბზარებზე, წყლის შეღწევადობასა და დასუფთავების თუ ზედაპირული დამუშავების ზოგად საჭიროებებზე.

წმენდისა და ინსპექტირების გაერთიანებით, კლიენტისთვის ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება, ამავდროულად კი გარანტირებულია შენობის მოვლის სრული კონტროლი.

რატომ უნდა აირჩიოთ KTV Care?

მსოფლიოში არ არსებობს შენობა, რომელიც არ საჭიროებს წმენდას ან მუდმივ მოვლას. ერთადერთი კითხვა მდგომარეობს იმაში თუ როგორ გადაწყვეტთ მის მართვას. რეგულარული წმენდისა და ინსპექტირების უგულებელყოფა აუცილებლად გამოიწვევს გრძელვადიანი ხარჯების ზრდას.

გახსოვდეთ: 100 წლის განმავლობაში შენობის მოვლის ხარჯები ხშირად გაცილებით მაღალია, ვიდრე მისი მშენებლობის თავდაპირველი ღირებულება.

ჩვენ ვწმენდთ

45000000 კვ.მ.-ს

ყოველ წელს

KTV Working Drone-ის გამოყენება მრავალ უპირატესობას განიჭებთ

უსაფრთხო, გონივრული და გამოცდილი სერვისები და ტექნოლოგია

ფასადის მოვლა

KTV Working Drone-ის დრონების ტექნოლოგია უზრუნველყოფს ფასადებისა და ფანჯრების მაღალეფექტურ წმენდას, პერსონალისთვის ყოველგვარი რისკის გარეშე. ჩვენ მიერ დაპატენტებული უსაფრთხოების სისტემა გარანტიას იძლევა, რომ დრონი მუდმივად და უსაფრთხოდ არის მიმაგრებული შენობაზე, რაც გამორიცხავს ვარდნის ან მართვის დაკარგვის რისკს.

ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ჩვენი საწმენდი გადაწყვეტილებები არის არაინვაზიური და ფრთხილი, რაც იცავს თქვენს შენობას იმ გრძელვადიანი დაზიანებებისგან, რომლებსაც ხშირად მაღალი წნევის სისტემები იწვევს.

ჩვენ შევქმენით KTV SelfCleaner – იდეალური საშუალება წყალმცენარეებითა და სოკოთი დაზიანებული ფასადებისთვის და KTV Window/Metal Cleaner – შენობებისთვის, რომლებიც განიცდიან მტვრისა და გარემოს დაბინძურების ზემოქმედებას. ისინი ყოველ ჯერზე უზადო სისუფთავეს უზრუნველყოფენ.

KTV Care-ის ხელშეკრულებით თქვენ იღებთ იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ წმენდაა. თქვენ იღებთ სრულ კონტროლს თქვენი შენობის მდგომარეობაზე. ეს გრძელვადიანი გადაწყვეტილება აერთიანებს გეგმიურ რეცხვასა და პროფესიონალურ ინსპექტირებას, რაც მოიცავს დეტალურ ანგარიშებს ზედაპირის დაზიანებების, თერმული დანაკარგებისა და ტექნიკური მომსახურების საჭიროებების შესახებ.

დაიცავით თქვენი ინვესტიცია, შეამცირეთ ხარჯები და იყავით მუდამ ერთი ნაბიჯით წინ.

ფანჯრების წმენდა

KTV Window/Metal Cleaner სპეციალურად შემუშავებულია ფანჯრების გასაწმენდად ყოველგვარი მექანიკური ზემოქმედების გარეშე, რაც გამორიცხავს შუშის, ჩარჩოების ან ფასადის ზედაპირის დაზიანების რისკს.

ჩვენი დრონების მეშვეობით, სიმაღლეზე სახიფათო ფიზიკური შრომის საჭიროება დღის წესრიგში აღარ დგას, რაც უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას და შენობების დაცვას. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ჩვენი ტექნოლოგია ასუფთავებს არა მხოლოდ მინას, არამედ მთლიან ფანჯარას, ჩარჩოების ჩათვლით, რაც უზადო შედეგს იძლევა.

მსოფლიოს მასშტაბით შენობების უმეტესობა ფანჯრების წმენდას წელიწადში 2-4-ჯერ მოითხოვს. ტრადიციული მეთოდები, რომლებიც მოიცავს ალპინისტების ჩართულობას, ფასადის მომსახურების დანადგარებისა (BMU) და ამწეების გამოყენებას, ხშირად იწვევს ზედაპირის ცვეთას და, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად – მძიმე უბედურ შემთხვევებს. ყოველწლიურად ათასობით მუშა კარგავს სიცოცხლეს ფასადებისა და ფანჯრების წმენდისას.

KTV Working Drone-ში ჩვენი პრიორიტეტია უსაფრთხოება და მდგრადობა ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი მისიაა დავიცვათ შენობები და შევამციროთ მათი მოვლის ხარჯები.

KTV Working Drone: სუფთა ფანჯრები, მშვიდი სინდისი.

ინსპექცია

ჩვენ ვატარებთ მაღალტექნოლოგიურ ინსპექტირებას მაღალი გარჩევადობის ფოტოგრაფიის, თერმული ვიზუალიზაციისა და 3D მოდელირების ტექნოლოგიების გამოყენებით.

ეს საშუალებას გვაძლევს მაღალი სიზუსტით გამოვავლინოთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა სითბოს დანაკარგი, ტენიანობის შეღწევა, სტრუქტურული დაზიანება და სხვა კრიტიკული მდგომარეობები. შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, ჩვენ ვამზადებთ დეტალურ და ინდივიდუალურ ანგარიშებს, რომლებიც მორგებულია თითოეული კლიენტის სპეციფიკურ მოთხოვნებზე.

ინსპექტირების სერვისი შესაძლოა ინტეგრირდეს ჩვენს დასუფთავებისა და ზედაპირების დამუშავების გადაწყვეტილებებთან, რაც გვთავაზობს სრულყოფილ და ეფექტურ მიდგომას შენობების მოვლისა და აქტივების მართვისთვის.

იხილეთ რეპორტის ნიმუში აქ (ლინკზე გადასვლისას იხილავთ დოკუმენტის PDF ვერსიას. დააკლიკეთ “შენახვას” გადმოწერისთვის)

წაიკითხეთ მეტი ინსპექტირების სერვისების შესახებ აქ.

ზედაპირების დამუშავების მომავალი

ეს შეთანხმება გვთავაზობს აზოტის ოქსიდის (NOx) ემისიების მნიშვნელოვან შემცირებას ჩვენი სერვისებისა და ნანო-დაფარვის ტექნოლოგიის ერთობლივი გამოყენებით.

KTV Eco არის ფოტოკატალიზური ზედაპირის დამუშავების მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ზედაპირების თვითგაწმენდას სინათლის მეშვეობით. იგი შლის ჰაერის მავნე დამაბინძურებლებს, აზოტის ოქსიდს (NOx), ბაქტერიებსა და ვირუსებს, რაც ხელს უწყობს ჰაერის გასუფთავებას და ჯანსაღ გარემოს. გამოიყენება როგორც შიდა, ისე გარე სამუშაოებისთვის.

დამუშავებული ფასადებისა და ფანჯრების შემთხვევაში, წმენდის სიხშირე მცირდება 40%-მდე, ხოლო ყოველი დამუშავებული კვადრატული მეტრი ანეიტრალებს 1 კგ აზოტის ოქსიდს (NOx).

შედეგად ვიღებთ როგორც ეკონომიკურ დანაზოგს, ასევე მდგრადი ტიპის მოვლას, რაც გარემოს დაცვისთვის სარგებლის მომტანია. ხელშეკრულება  შეიძლება გაერთიანდეს დრონით რეგულარული ინსპექტირების სერვისთან, რათა დროთა განმავლობაში გარე ზედაპირების მდგომარეობის მონიტორინგიც მოხდეს.

KTV Working Drone-ის წმენდა

KTV-ის ჭკვიანი და პროფესიონალური დასუფთავების ტექნოლოგია

როცა ჭკვიანი ქიმია და უსაფრთხო ტექნოლოგია ერთმანეთს ხვდება.

KTV Working Drone პიონერია ფანჯრებისა და ფასადების არაკონტაქტურ წმენდაში. ჩვენი უნიკალური მეთოდი გამორიცხავს მექანიკური წმენდის საჭიროებას, რაც მკვეთრად ამცირებს ზედაპირის დაზიანების რისკს.

ტრადიციული მეთოდები, რომლებიც იყენებენ ალპინისტებს, ამწეებსა და მექანიკურ წმენდას, ხშირად იწვევს ფასადებისა და ფანჯრების ცვეთასა და დაზიანებას. გაწმენდილი წყლისა და ჩვენი სპეციალიზებული KTV Window/Metal Cleaner-ის მხოლოდ 1%-ის კომბინაციით, ჩვენი დრონების სისტემა გვთავაზობს ბაზარზე არსებულ ყველაზე მდგრად და ზედაპირისთვის უსაფრთხო წმენდის მეთოდს.

KTV SelfCleaner – ინოვაცია ნორვეგიიდან.

2010-დან 2015 წლამდე პერიოდში, KTV-მ შეიმუშავა KTV SelfCleaner, როგორც პასუხი იმ დაზიანებებზე, რომლებსაც მაღალი წნევით რეცხვა და აგრესიული ქიმიკატები იწვევდა. 2015 წელს გამოშვებული ეს თვითგამწმენდი დღეისათვის უკვე მსოფლიოს მასშტაბით 20 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის შენობის ზედაპირზეა გამოყენებული.

KTV SelfCleaner სპეციალურად შექმნილია იმ ფასადების დასამუშავებლად, რომლებიც დაზიანებულია ობის, წყალმცენარეებისა და ბაქტერიების მიერ, მასალის გაფუჭების გარეშე. ეს მეთოდი ახანგრძლივებს თქვენი შენობის ექსტერიერის სიცოცხლისუნარიანობას და ამავდროულად მნიშვნელოვნად ამცირებს გრძელვადიან საექსპლუატაციო ხარჯებს.

დრონების ტექნოლოგიასთან კომბინაციაში, რომელიც გამორიცხავს ადამიანების ყოფნას სახიფათო სამუშაო ზონებში, იქმნება სრულყოფილი ფორმულა შენობების მდგრადი და ეფექტური მოვლისთვის.

KTV NANO

მინერალური ზედაპირების დაცვა.

ჩვენ შევიმუშავეთ უნიკალური მეთოდი წმენდის შემდგომ KTV NanoCoating-ის დასატანად. პროდუქტი ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის წყლის შეღწევას და ეხმარება ზედაპირს სისუფთავის ხანგრძლივად შენარჩუნებაში. მისი მოქმედების ვადა 10 წლამდეა.

KTV NanoCoating რეკომენდებულია ყველა მინერალური ზედაპირისთვის, მათ შორის: ლესვის, ბეტონის, აგურის ფასადებისა და მსგავსი მასალებისთვის.

ჩვენი საკუთარი დრონების ტექნოლოგიის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია დამცავი საფარის დატანა საათში 2,000 მ²-მდე სიჩქარით. ეს მას იდეალურ გადაწყვეტილებად აქცევს უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორებში გამოსაყენებლად.

ზედაპირების დამუშავება
*მალე*

– დრონით შესრულებული მოპირკეთების მომავალი

KTV Working Drone ამჟამად ასრულებს მუშაობას ტექნოლოგიაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის დრონით შეღებვასა და ზედაპირის მაღალტექნოლოგიურ დამუშავებას. ჩვენი განვითარების პროცესში ცენტრალური ადგილი მდგრადობასა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას უკავია.

ეს არ ეხება მხოლოდ საღებავს. ჩვენი დრონები ასევე გამოიყენებენ ნანო-დაფარვას და დამცავ საფარს, რაც დაეხმარება შენობებს გაუძლონ გამოფიტვასა და დაბინძურებას. ჩვენი სპეციალური საშუალებები სხვადასხვა ზედაპირს ტენისგან, ჭუჭყისგან, ლაქებისგან ან დაზიანებისგან დაიცავს. ამავდროულად, გაახანგრძლივებს მათ სიცოცხლისუნარიანობას.

დრონი აღჭურვილია ავტომატიზებული ფრენის პროგრამებით, მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფითა და უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს ზუსტ და გარემოსთვის უსაფრთხო მუშაობას.

დაელოდეთ 2026 წელს…

KTV Working Drone-ის მეთოდები

ჩვენ გთავაზობთ 3 სპეციალიზირებულ წმენდის მეთოდს KTV Working Drone-ის გამოყენებით

KTV SelfCleaner-ის მეთოდი

KTV Working Drone-ის მიერ წარმოდგენილი KTV SelfCleaner მეთოდი არის გარემოსთვის უსაფრთხო, ზედაპირზე დასატოვებელი საწმენდი საშუალება, რომელიც KTV-მ 2015 წელს შეიმუშავა. ეს მეთოდი სპეციალურად შექმნილია მაღალი შენობებისა და ნაგებობებისთვის, რომლებსაც მწვანე წყალმცენარეების გავრცელების პრობლემა აქვთ. იგი ეფექტურად აშორებს ჭუჭყსა და ნადებს ისე, რომ ზიანს არ აყენებს გარემოს.

KTV SelfCleaner-ის მეთოდით თქვენ თავს არიდებთ ტრადიციულ, მაღალი წნევით წმენდას, რომელიც აზიანებს ფასადებსა და ფანჯრებს. ეს მეთოდი გვთავაზობს ფრთხილ, თუმცა მძლავრ გადაწყვეტილებას, რომლის სრული შედეგიც 3 თვის შემდეგ ვლინდება. KTV SelfCleaner-ის არჩევით, თქვენ შეინარჩუნებთ ექსტერიერის იდეალურ სისუფთავეს და გრძელვადიან პერსპექტივაში შეამცირებთ მისი მოვლის ხარჯებს.

KTV Working Drone-ში ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ მდგრადობას და გთავაზობთ მომსახურების უნიკალურ ხელშეკრულებებს ყოველწლიური მონიტორინგით, რათა თქვენი ფასადი მუდმივად იყოს სუფთა. დაემშვიდობეთ წმენდის მავნე მეთოდებს და გადადით უფრო სუფთა და მწვანე მომავალზე KTV SelfCleaner-ის საშუალებით.

KTV-ის სუფთა წყლის მეთოდი

ჩვენი ინოვაციური KTV სუფთა წყლის მეთოდი წარმოადგენს საუკეთესო გადაწყვეტილებას მინის ზედაპირებისა და ფასადების ეფექტური წმენდისთვის აგრესიული ქიმიკატების გამოყენების გარეშე. საპირისპირო ოსმოზის ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩვენ ვაღწევთ ქიმიისგან თავისუფალ შედეგს, რომელიც არის როგორც გრძელვადიანი, ისე გარემოსთვის უსაფრთხო.

იმ ფასადებისთვის, რომლებზეც მტვერი ადვილად გროვდება, ჩვენი წმენდის მეთოდი იდეალური გამოსავალია. იგი არა მხოლოდ ეფექტურად ასუფთავებს ფასადებსა და ფანჯრებს ერთდროულად, არამედ განსაკუთრებით კარგად შეესაბამება ურბანულ ტერიტორიებს, სადაც მტვერი ხშირად წარმოადგენს პრობლემას.

ჩვენი თანამედროვე დრონი აღჭურვილია მილით, რომელიც საპირისპირო ოსმოზის პრინციპით აწვდის გაფილტრულ სუფთა წყალს 100 ბარი წნევითა და 70°C-მდე ტემპერატურით. ოპტიმალური შედეგის უზრუნველსაყოფად, თითოეული ფანჯრის ზედაპირი ორჯერ იწმინდება.

ფანჯრების რეგულარული წმენდა აუცილებელია — ფანჯრების უმეტესობა წელიწადში მინიმუმ ორჯერ გაწმენდას საჭიროებს, ხოლო სპეციფიკური კლიმატის პირობებში — ექვსჯერაც კი.

ჩვენი მეთოდი შექმნილია ფასადებისა და ფანჯრების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, რადგან დრონები არ იწვევენ მექანიკურ დატვირთვას ზედაპირებზე. დაბალი წნევისა და დაზიანების მინიმალური რისკის წყალობით, KTV სუფთა წყლის მეთოდი გრძელვადიან პერსპექტივაში ზოგავს თქვენს საექსპლუატაციო ხარჯებს. მიუხედავად იმისა, რომ ფანჯრების მექანიკურმა (ხელით) წმენდამ შესაძლოა ზედაპირის ოდნავ მეტი სისუფთავე უზრუნველყოს, ის ბევრად უფრო ძვირი და შრომატევადია ჩვენს დრონულ მეთოდთან შედარებით. თუმცა დრონი გაცილებით სწრაფად მუშაობს, მან შესაძლოა არ მოგცეთ კონტროლისა და ინსპექტირების ისეთივე დონე წმენდის პროცესში, როგორიც ხელით მუშაობისასაა შესაძლებელი.

KTV-ის მაღალი წნევის მეთოდი

KTV-ის მაღალი წნევით წმენდა იყენებს დრონების მოწინავე ტექნოლოგიას ზედაპირების გასასუფთავებლად 300 ბარამდე წნევით. ეს მეთოდი იდეალურია ზედაპირების შესაღებად მოსამზადებლად ან დაზიანებული შენობების პირვანდელი სახის აღსადგენად.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაღალი წნევით წმენდა შესაძლოა იყოს აბრაზიული და ზოგ შემთხვევაში გამოიწვიოს ზედაპირის დაზიანება. ზედაპირის დამუშავებამდე ხშირად აუცილებელია მაღალი წნევით წმენდა, რათა ეფექტურად მოცილდეს ჩამჯდარი ჭუჭყი და ნადები.

ჩვენი დრონები აღჭურვილია სპეციალურად შექმნილი მბრუნავი საცმებით და სენსორული ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ წმენდას. დრონების ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩვენ გამოვრიცხავთ პერსონალის მუშაობას სიმაღლეზე და მაღალი წნევისგან თვალის დაზიანების რისკებს. ეს ქმნის უფრო უსაფრთხო სამუშაო გარემოს ყველა ჩართული მხარისათვის. ანდეთ ზედაპირების წმენდასთან დაკავშირებული ყველა საჭიროება KTV-ს მაღალი წნევით წმენდას.

KTV Working Drone-ის გამოყენების მრავალმხრივი უპირატესობები

მდგრადობა

ჩვენი ტექნოლოგია შექმნილია იმისათვის, რომ პერსონალი ჩამოაშოროს სახიფათო სამუშაო გარემოს, რაც გამორიცხავს ხარაჩოებისა და ამწეების გამოყენების საჭიროებას. შემთხვევათა უმეტესობაში, ოპერაციებისთვის საჭირო მთლიანი დრო მნიშვნელოვნად მცირდება.

ჩვენ ასევე შევქმენით KTV PowerCleaner — მაღალი წნევის სარეცხი აპარატი, რომელიც მთლიანად ბატარეებზე მუშაობს და 100%-ით ელექტრონულია. ეს მანქანა თავის კლასში უნიკალურია და აღჭურვილია სუფთა წყლის სისტემით, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ქიმიკატების გამოყენების საჭიროება და ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

დასუფთავების მდგრადი მეთოდები

ჩვენი დასუფთავების მეთოდები ჯერ კიდევ 2015 წელს შემუშავდა, მდგრადობასა და ზედაპირების დაცვაზე მკაფიო ფოკუსირებით. ჩვენი მიზანია წმენდისას წყლის წნევის შემცირება და ზედაპირებთან ყოველგვარი მექანიკური კონტაქტის თავიდან აცილება.

KTV SelfCleaner და KTV WindowCleaner სისტემები შექმნილია იმისათვის, რომ დროთა განმავლობაში შეუნარჩუნოს პირვანდელი სახე ფასადებსა და ფანჯრებს, თავიდან აიცილოს ზედაპირის დაზიანება და ამავდროულად შეინარჩუნოს სისუფთავე.

შენობებსა და ინფრასტრუქტურას უძრავი ქონების, ნავთობისა და გაზის, ენერგეტიკისა და საზოგადოებრივი სამუშაოების სექტორებში, ხშირად 100 წელზე მეტი სასიცოცხლო ციკლი აქვთ. სწორედ ამიტომ, სწორი მოვლის მეთოდის შერჩევა გადამწყვეტია მდგრადობისთვის.

ჩვენ გვესმის გრძელვადიანი მოვლის მნიშვნელობა და ჩვენი გადაწყვეტილებები დღეს არსებულ მეთოდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია.

ციფრული შესაბამისობა და დოკუმენტაცია

ჩვენი Bluetag CRM სისტემა სრულად შეესაბამება ISO 14001, ISO 45001 და ISO 9001 სტანდარტებს.

ყველა სამუშაო და პროექტი დოკუმენტირებულია შესაბამისი საკონტროლო სიებით, რისკების შეფასებებით, ანგარიშებითა და ფოტომასალით.

აღნიშნული დოკუმენტაცია კლიენტებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში პროექტის დაწყებისთანავე, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, მიკვლევადობასა და ხარისხის კონტროლს სამუშაოს ყველა ეტაპზე.

დრონით გაუფთავებული ყველაზე მეტი კვადრატული მეტრი მსოფლიოში— ჩვენ ვოპერირებთ 68 ქვეყანაში!

მაღალსართულიანი შენობების ფასადების წმენდა — ახალი რეალობაა. შეასრულეთ სამუშაო უფრო გონივრულად, უსაფრთხოდ და ეკოლოგიურად KTV Working Drone-თან ერთად. ჩვენი უახლესი დრონ-ტექნოლოგია გამორიცხავს სახიფათო მეთოდების, რთული აღჭურვილობისა და მაღალი რისკის მქონე ფიზიკური შრომის საჭიროებას.

იმ ფონზე, როდესაც გარემოსდაცვითი რეგულაციები მკაცრდება და მდგრად ალტერნატივებზე მოთხოვნა იზრდება, KTV Working Drone სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. გამოსცადეთ უფრო სწრაფი და ოპტიმიზებული წმენდა ტრადიციული ტექნიკის სირთულეების გარეშე.

გააუმჯობესეთ თქვენი შენობის იერსახე და ჰიგიენა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტით, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს უსაფრთხოებას სიმაღლეზე და გამორიცხავს უბედური შემთხვევების რისკს.

ეს არის სუფთა და მდგრადი ალტერნატივა, რომელსაც ელოდით. არავითარი თოკები, არავითარი ხარაჩოები, არავითარი კომპრომისი.

აირჩიეთ KTV Working Drone უფრო სუფთა და უსაფრთხო მომავლისთვის.

ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით კონფიდენციალურობასა და მონაცემთა დაცვას

ჩვენი პრიორიტეტია კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფა.

ჩვენი პრიორიტეტია კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფა.

ოპერაციების დროს გამოყენებული დრონები აღჭურვილია მაღალი რეზოლუციის RGB კამერებით, რომლებსაც პილოტი მხოლოდ ნავიგაციისთვის იყენებს. ჩაწერის ფუნქცია გამორთულია, რაც ნიშნავს, რომ დრონით წმენდის პროცესში ვიდეო ან ფოტო მასალის შენახვა არ ხდება.

გარკვეული დავალებების შესრულებისას, ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მინი-დრონი მომუშავე დრონის გადასაღებად. ეს ხდება მარკეტინგული მიზნებისთვის ან შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირებისთვის. ნებისმიერი მსგავსი გადაღება წინასწარ თანხმდება კლიენტთან. ასეთ შემთხვევებში მოქმედებს „მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულება“. ყველა შეგროვებული მონაცემი მუშავდება ექსკლუზიურად KTV Working Drone-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა უფლებამოსილ დამმუშავებელს.

მონაცემთა დამმუშავებელი ნებისმიერ დროს პასუხისმგებელია იმაზე, რომ შეგროვებული მონაცემები და პერსონალური ინფორმაცია ინახებოდეს და მუშავდებოდეს მოქმედი „მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებისა“ და შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით.

იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა შეგროვებისას დაფიქსირდა ფიზიკური პირები, სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია ან სხვა კონფიდენციალური შინაარსი, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია მოახდინოს ამგვარი ინფორმაციის დაფარვა მონაცემების შემდგომ გამოყენებამდე. ოპერატორი პილოტები ვალდებულნი არიან პროაქტიულად აცნობონ მესამე მხარეებს, თუ შეგროვებული მონაცემები შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შესაძლოა დაარღვიოს პერსონალური კონფიდენციალურობა. ასევე, პილოტებმა, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ მონაცემთა შეგროვების ისეთი ფორმით წარმართვა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს გადაღებულ მასალაში ფიზიკური პირების, სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის ან სხვა კონფიდენციალური შინაარსის მოხვედრის რისკს.

ხშირად დასმული შეკითხვები

ინფორმაცია ჩვენი სერვისების, უსაფრთხოების და მეთოდების შესახებ

KTV Working Drone არის სწრაფი, უსაფრთხო და მდგრადი.

  • 5–10-ჯერ სწრაფი ვიდრე ტრადიციული გაწმენდის მეთოდები.

  • მარტივი წვდომა რთულად მისადგომ ადგილებთან ხარაჩოებისა და ამწეების გარეშე

  • მეტი უსაფრთხოება ადამიანებისა და ქონებისთვის – პერსონალისა და საზოგადოებისთვის რისკების სრული გამორიცხვა

  • არ საჭიროებს სიმაღლეზე სამუშაო აღჭურვილობას – დრონები ასრულებენ ყველა ვერტიკალურ სამუშაოს

  • უკონტაქტო ტექნოლოგია – თავიდან აცილებული ზედაპირების ცვეთა და დაზიანება

  • დაბალრისკიანი ოპერაციები – სიმაღლეზე წმენდისას გამოირიცხება ადამიანების საფრთხეში ჩაყენება

  • მაღალი ოპერაციული ეფექტურობა – მინიმალური მომზადება და სამუშაოების სწრაფი შესრულება

  • ხარჯთეფექტური გრძელვადიან პერსპექტივაში – საგრძნობლად შემცირებული შრომითი და დაზღვევის ხარჯები

  • ეკომეგობრული – მუშაობს ელექტროენერგიაზე და იყენებს გაწმენდილ წყალს გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით

  • სრულად ავტონომიური დრონები – აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტით  და ფრენის ექსკლუზიური პროგრამული უზრუნველყოფით

ჩვენი პრიორიტეტია კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფა.

ოპერაციების დროს გამოყენებული დრონები აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის RGB კამერებით, რომლებსაც პილოტი იყენებს მხოლოდ ნავიგაციისთვის. ჩაწერის ფუნქცია გამორთულია, რაც ნიშნავს, რომ დრონით წმენდის პროცესში ვიდეო ან ფოტომასალის შენახვა არ ხდება.

გარკვეული დავალებების შესრულებისას, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მინი-დრონი მომუშავე დრონის გადასაღებად. ეს ხდება მარკეტინგული მიზნებისთვის ან შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირებისთვის. ნებისმიერი მსგავსი გადაღება წინასწარ თანხმდება კლიენტთან. ასეთ შემთხვევებში მოქმედებს „მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულება“. ყველა შეგროვებული მონაცემი მუშავდება ექსკლუზიურად KTV Working Drone-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა უფლებამოსილ დამმუშავებელს.

მონაცემთა დამმუშავებელი მუდმივად პასუხისმგებელია იმაზე, რომ შეგროვებული მონაცემები და პერსონალური ინფორმაცია ინახებოდეს და მუშავდებოდეს „მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებისა“ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა შეგროვებისას კადრში მოხვდება ფიზიკური პირი, სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია ან სხვა კონფიდენციალური შინაარსის მასალა, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია მოახდინოს ამ ინფორმაციის ცენზურა მონაცემთა შემდგომ გამოყენებამდე. პილოტი ვალდებულია პროაქტიულად აცნობოს მესამე მხარეებს, თუ შეგროვებული მასალა შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს პერსონალური კონფიდენციალურობა. პილოტმა ასევე მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს, რომ მონაცემთა შეგროვება განხორციელდეს ისეთი ფორმით, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს კადრში ფიზიკური პირების, სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის ან სხვა კონფიდენციალური შინაარსის მოხვედრის რისკს.

SelfCleaner-ი არის სპეციალიზებული საწმენდი მეთოდი, რომელიც გამორიცხავს მაღალი წნევით რეცხვის საჭიროებას, რაც ხშირად ზედმეტად აგრესიულია შენობის ფასადებისთვის.

SelfCleaner-ის ხსნარი ზედაპირზე დაიტანება ქაფის სახით, დაბალი წნევის გამოყენებით – როგორც გრძელი ტელესკოპური ღეროების, ისე დრონის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი არ არის მყისიერი, ზედაპირი დროთა განმავლობაში თავისით იწმინდება. ხილული ეფექტი, როგორც წესი, რამდენიმე კვირაში ვლინდება, ხოლო სრულყოფილი შედეგი მიიღწევა დაახლოებით სამი თვის შემდეგ.

დატანის პროცესში, ქაფის გამო ფანჯრები შეიძლება დროებით გათეთრდეს, რაც დაახლოებით 10 წუთში გაქრება. მზის სხივების ზემოქმედებით რაიმე ნარჩენის შეშრობის შემთხვევაში, ის ადვილად ჩამოირეცხება მომდევნო წვიმის ან წყალთან კონტაქტის დროს.

წმენდის ეს პროცესი ბევრად უფრო ეკომეგობრულია და საგრძნობლად  ნაზად ეპყრობა სამშენებლო მასალებს, ტრადიციული წნევით რეცხვასთან შედარებით. მეთოდი ასევე გაცილებით სწრაფია და წარმოქმნის ნაკლებ ხმაურს, რაც მას იდეალურს ხდის საცხოვრებელი ზონებისთვის.

SelfCleaner-ი არატოქსიკურია და სრულიად უსაფრთხოა როგორც შენობისთვის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის.

სამუშაოების შესასრულებლად ტემპერატურა უნდა იყოს 0°C-ზე მაღალი. ასევე საჭიროა სუსტი ქარი და მინიმალური ნალექი. ამინდის პირობებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სამუშაო გრაფიკზე.

თქვენ არ გჭირდებათ აივნების ან ტერასების გათავისუფლება სამუშაოების დაწყებამდე — თუ თქვენს ავეჯს შეუძლია წვიმის გაძლება, ის SelfCleaner-საც გაუძლებს.

თუ აივანზე გაქვთ სენსიტიური მცენარეები, ძლიერი მზის ან ქარის პირობებში გირჩევთ მათ შენობაში შეტანას. მოღრუბლულ ან ტენიან ამინდში ეს სიფრთხილის ზომა, როგორც წესი, საჭირო არ არის.

ზედაპირებისთვის, რომლებზეც მტვერი ადვილად გროვდება, ჩვენ ვიყენებთ სუფთა წყლის მეთოდს, რომელიც ერთდროულად ასუფთავებს როგორც ფასადებს, ასევე ფანჯრებს. ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია ურბანულ გარემოში, სადაც მტვრის დალექვა გავრცელებული პრობლემაა.

დრონს მიყვება სპეციალური მილი, რომელიც გაფილტრულ წყალს საპირისპირო ოსმოსის მეთოდით  აწვდის. ზედაპირების წმენდა ხდება 100 ბარი წნევითა და 70°C-მდე გაცხელებული წყლით. თითოეული ზედაპირი იწმინდება ორჯერ, რაც უზრუნველყოფს ტრადიციული (საპნითა და წყლით რეცხვის) მეთოდის ანალოგიურ შედეგს.

ჩვენ ყოველთვის ვაცნობებთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ ალპინისტების ან ამწეების მეშვეობით ფანჯრების ხელით წმენდა, როგორც წესი, ოდნავ უფრო სუფთა შედეგს იძლევა, რადგან მუშებს შეუძლიათ თითოეული ზედაპირის ვიზუალური შემოწმება. თუმცა, ხელით წმენდა გაცილებით შრომატევადი და ძვირადღირებულია. დრონი გთავაზობთ უფრო სწრაფ და უსაფრთხო გადაწყვეტილებას, წმენდის შესანიშნავი ხარისხითა და ზედაპირთან ფიზიკური კონტაქტის საჭიროების გარეშე.

ხავსით, წყალმცენარეებით ან ორგანული ნარჩენებით დაბინძურებული ფასადებისთვის ჩვენ ვიყენებთ KTV SelfCleaner მეთოდს. დრონს მაღლა ააქვს მილი და თვითწმენდის საშუალებას უშუალოდ ზედაპირზე დაიტანს. ეს პროდუქტი შექმნილია ბუნებრივი გაშრობისთვის; ხილული შედეგი ვლინდება 14 დღის შემდეგ, ხოლო სრული ეფექტი მიიღწევა 3 თვეში.

ეს მეთოდი სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მაღალი წნევით წმენდა, რომელმაც შეიძლება დააზიანოს შენობის ზედაპირი. იგი წარმატებით იქნა გამოყენებული მსოფლიოს მასშტაბით 20 მილიონზე მეტ კვადრატულ მეტრზე.

KTV Working Drone-ი გთავაზობთ სერვისების ფართო სპექტრს, მათ შორის: ფასადებისა და ფანჯრების წმენდას, მზის პანელების რეცხვას, ინფრასტრუქტურისა და დანადგარების დასუფთავებას, ინსპექტირებას დრონით, ხოლო მალე — ზედაპირების დამუშავებას და ბევრ სხვა მომსახურებას.

KTV Working Drone მსოფლიოში ერთადერთი ავტორიზებული კომპანიაა, რომელიც სთავაზობს სრულად ავტონომიურ დრონის ტექნოლოგიას გარე ფასადების წმენდისა და ინსპექტირებისთვის.

ჩვენი ექსკლუზიური სენსორული ტექნოლოგია უზრუნველყოფს სანტიმეტრულ სიზუსტეს, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ოპერაციული ეფექტურობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

ჩვენ შევქმენით სახურავის უსაფრთხოების უახლესი პატენტირებული სისტემა, რომელიც მუშაობის პროცესში დრონს შენობაზე აფიქსირებს. ეს სრულად გამორიცხავს ვარდნის ან უკონტროლო ფრენის რისკს და უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას სამუშაო ზონაში მყოფი ადამიანებისა და ტრანსპორტისთვის.

KTV ჯგუფის მიერ შემუშავებული დრონი იყენებს უკონტაქტო წმენდის მეთოდს, რომელიც აერთიანებს სპეციალურად გაფილტრულ წყალს, სითბოს და წნევას — ქიმიკატებისა და მექანიკური ხახუნის გარეშე.

გარდა ამისა, დრონს შეუძლია გამოიყენოს KTV SelfCleaner-ი — სპეციალიზებული საწმენდი ხსნარი, რომელიც KTV ჯგუფმა 2015 წელს შექმნა სპეციალურად იმ ფასადებისთვის, რომლებზეც გავრცელებულია ბიოლოგიური ნარჩენები, როგორიცაა წყალმცენარეები და ობი.

დრონით წმენდის ოპერაციების დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გარე სივრცეები და ტერასები დარჩეს ცარიელი სამუშაოების დასრულებამდე. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ყველა ბარიერი და მიჰყვეთ ადგილზე მყოფი პერსონალის მითითებებს.

უშუალოდ დრონის ქვეშ არსებული ტერიტორია შემოფარგლულია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის შესანარჩუნებლად. ამან შეიძლება გამოიწვიოს შესასვლელების დროებითი ჩაკეტვა მოკლე პერიოდით.

თუ იყენებთ მაღალი სიმძლავრის რადიოგადამცემებს ან სხვა მოწყობილობებს, რომლებიც ასხივებენ ძლიერ სიგნალებს, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ისინი გამორთულია. (შენიშვნა: ეს არ ეხება სტანდარტულ WiFi-ს ან უსადენო ინტერნეტს).

თქვენი და ჩვენი გუნდის უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, არ მიუახლოვდეთ და არ შეუშალოთ ხელი პილოტს ან დრონის ოპერატორებს წმენდის პროცესში.

KTV Working Drone ფლობს დრონით ოპერირებისთვის საჭირო ყველა ოფიციალურ ლიცენზიას საავიაციო უწყებებისგან იმ რეგიონებში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ყველა პილოტი გადის სპეციალიზებულ მომზადებას ფასადების წმენდის ოპერაციებისთვის. ჩვენ მკაცრად ვიცავთ ტექნიკური მომსახურების, ინსპექტირებისა და დამტკიცების რუტინულ პროცედურებს.

თითოეული პროექტი საფუძვლიანად დოკუმენტირდება საკონტროლო სიებით, რისკების შეფასებით, სამუშაომდე/სამუშაოს შემდეგ გადაღებული ფოტოებითა და ხარისხის კონტროლის ანგარიშებით, ჩვენი Bluetag -ის ხარისხის სისტემის მეშვეობით.

ჩვენ ვამაყობთ, რომ კლიენტებს ვთავაზობთ სპეციალურ ლაივ ბმულს, სადაც მათ შეუძლიათ რეალურ დროში ადევნონ თვალი პროექტის მიმდინარეობას ფოტოებისა და ყოველდღიური ანგარიშების მეშვეობით. ეს არა მხოლოდ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას ჩვენი მომხმარებლებისთვის, არამედ აძლიერებს ხარისხის კონტროლის ჩვენს შიდა მექანიზმებს.

KTV ჯგუფი 1992 წელს ნორვეგიაში მეწარმე კენეთ ნილსენმა დააარსა. სამ ათწლეულზე მეტი გამოცდილებით, კომპანიამ დააგროვა ღრმა ცოდნა ნავთობის, გაზისა და უძრავი ქონების სექტორების ტექნიკური მომსახურების სფეროში. დღეს KTV ჯგუფი KTV Working Drone-თან ერთად მსოფლიოს 68 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

გაფართოებასთან ერთად, კომპანიამ გაამრავლფეროვნა თავისი სერვისები როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო ინდუსტრიების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად — ძირითადი აქცენტით პროფესიონალურ წმენდასა და ზედაპირების დამუშავებაზე. ამ განვითარებამ საფუძველი ჩაუყარა KTV Working Drone-ის შექმნას. ეს არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც შექმნილია სხვადასხვა ინდუსტრიის უსაფრთხოდ და ეფექტურად მომსახურეობისთვის.

2022 წელს KTV Working Drone-მა დაიმკვიდრა თავი, როგორც პიონერმა ფასადებისა და ფანჯრების წმენდის სფეროში. გუნდმა წლები დახარჯა მოწინავე აღჭურვილობის, თანამედროვე სისტემებისა და ეფექტური პროცედურების შემუშავებაზე, რათა კლიენტებისთვის მთელ მსოფლიოში შეეთავაზებინა უფრო უსაფრთხო, ჭკვიანი და სრულყოფილი გადაწყვეტილებები.

KTV Working Drone ორიენტირებულია საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილურად მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე და აგრძელებს დრონით შენობების მოვლის სტანდარტების ამაღლებას.

KTV Working Drone-ის მიერ შემოთავაზებული სერვისების სპექტრი მუდმივად ფართოვდება, რაც განპირობებულია სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესით. სამომავლოდ, ჩვენი ძირითადი აქცენტი იქნება დრონით ზედაპირების დამუშავების, გაუმჯობესებული ინსპექტირების, ყინულის წარმოქმნის პრევენციის, შენობების სკანირების, თერმული ინსპექტირებისა და სხვა ინოვაციური სერვისების დანერგვაზე.

ინოვაციები სწრაფად ვითარდება და ჩვენც მათთან ერთად ვვითარდებით.

მიიღეთ შეთავაზება ახლავე!

KTV Working Drone გთავაზობთ მომსახურების ფართო არჩევანს, მათ შორის: ფასადებისა და ფანჯრების წმენდას, მზის პანელების რეცხვას, ინფრასტრუქტურის მოვლასა და დასუფთავებას, ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებებს, ასევე დრონით ინსპექტირებასა და 3D კარტოგრაფიას.

ჩვენი დრონის ტექნოლოგია გამორიცხავს საფრთხის შემცველი სამუშაო მეთოდების, სპეციალური წვდომის ტექნიკისა და რთული უსაფრთხოების პროცედურების საჭიროებას.

გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი მოთხოვნა ფასის შეთავაზებაზე.