სერვისები

ენერგეტიკის სექტორი

დრონით მომსახურების კომპლექსური გადაწყვეტილებები ენერგეტიკის სექტორისთვის

ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საიმედოობის, უსაფრთხოებისა და ობიექტების გრძელვადიანი ღირებულების შესანარჩუნებლად. ტექნიკური მომსახურების ტრადიციული მეთოდები ხშირად დაკავშირებულია მაღალ ხარჯებთან, უსაფრთხოების დიდ რისკებთან და ხანგრძლივ პროცედურებთან.

KTV Working Drone გთავაზობთ დრონებზე დაფუძნებულ უახლეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სპეციალურად ენერგეტიკული ინდუსტრიისთვისაა შექმნილი და მოიცავს ქარის ტურბინებს, მზის პანელებსა და ჰიდროელექტროსადგურებს. ჩვენი მიდგომა გამორიცხავს სახიფათო ხელით შრომას, ამავდროულად ზრდის ეფექტურობას, ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს.

1992 წლიდან ჩვენ დავაგროვეთ საფუძვლიანი გამოცდილება დასუფთავებასა და ზედაპირის დამუშავებაში. ნორვეგიაში შემუშავებული დრონების სისტემებით, ჩვენ ვაერთიანებთ ინდუსტრიის ღრმა ცოდნასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რათა შემოგთავაზოთ უსაფრთხო, მდგრადი და მაღალი სიზუსტის ტექნიკური მომსახურება.

ქარის ტურბინები, კაშხლები და მზის პანელები საჭიროებს რეგულარულ დასუფთავებას, ინსპექტირებასა და ზედაპირის დამუშავებას.

KTV Working Drone გთავაზობთ მრავალფეროვან გადაწყვეტებს, რაც უზრუნველყოფს სწორ ტექნიკურ მომსახურეობას პერსონალის რისკის ქვეშ დაყენების გარეშე.

KTV Working Drone-ის გამოყენების მრავალმხრივი უპირატესობები

უსაფრთხო, ჭკვიანი და გამოცდილი სერვისები და ტექნოლოგიები ენერგეტიკის სექტორისთვის

ქარის ტურბინები

KTV Working Drone ახორციელებს ქარის ტურბინების როგორც დასუფთავებას, ასევე ზედაპირის დამუშავებას. ჩვენი განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით ნანო-საფარი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ხშირი დასუფთავების საჭიროებას. გარდა ამისა, აღნიშნული საფარი ზამთრის პერიოდში ხელს უშლის ტურბინის ფრთებზე ყინულის წარმოქმნას, რაც ზრდის ენერგიის გამომუშავებას და 95%-მდე ამცირებს ყინულის ნამსხვრევების ჩამოვარდნის რისკს.

ეს დამუშავება ასევე მინიმუმამდე ამცირებს ფრთების დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია ყინულის დაგროვებით.

ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ გადაწყვეტილებას, რომელიც მოიცავს ქარის ტურბინების დასუფთავებას, ზედაპირის დამუშავებასა და დეტალურ ინსპექტირებას, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ წარმადობასა და უსაფრთხოებას.

მზის პანელები

მზის პანელების სისუფთავის შენარჩუნება აუცილებელია ენერგიის მაქსიმალური გამომუშავებისთვის. ჩვენი რეკომენდაციით, საჭიროა წელიწადში მინიმუმ 1-2 პროფესიული გაწმენდა. რეგულარული დასუფთავების გარეშე, დაგროვილმა ჭუჭყმა და ნარჩენებმა შესაძლოა გამოიწვიოს პანელების გრძელვადიანი დაზიანება და ელექტროენერგიის წარმოების მნიშვნელოვანი შემცირება.

ჩვენი დრონების სისტემები იყენებენ დაწმენდილი წყლის  ტექნოლოგიას ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტის გარეშე, რაც მზის პანელების მოვლის ყველაზე მდგრადი და არაინვაზიური მეთოდია.

დასუფთავების შემდეგ, ჩვენ ვატარებთ დეტალურ ინსპექტირებას და წარგიდგენთ ანგარიშს ნებისმიერი დაზიანების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნას სისტემის ოპტიმალური მუშაობა და ხანგრძლივი ექსპლუატაცია.

ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები

ბეტონის ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით კაშხლებსა და წყალშემკავებელ სისტემებში, საჭიროებს რეგულარულ შემოწმებას ბზარებზე, ცვეთასა და წყლის შეღწევადობაზე. ჩვენს დრონებს შეუძლიათ განახორციელონ ზედაპირის მაღალი წნევით დასუფთავება 100°C-მდე გაცხელებული წყლით (300 ბარამდე წნევით), რაც უზრუნველყოფს ბეტონის ზედაპირების ღრმა წმენდას.

დასუფთავების შემდეგ, ჩვენი დრონები ახორციელებენ ვიზუალურ და თერმულ ინსპექტირებას. შეგროვებული მონაცემები მუშავდება ჩვენი ინჟინრების მიერ, რომლებიც ამზადებენ დეტალურ ანგარიშებს სტრუქტურული მდგომარეობისა და შესაძლო დაზიანებების შესახებ.

ზედაპირის დამუშავება

დრონების გამოყენებით, ჩვენ ეფექტურად ვატარებთ ბეტონის ზედაპირების გაჟღენთვასა და ნანო-საფარით დამუშავებას. ეს პროცედურები 50%-მდე ამცირებს მომავალში დასუფთავების საჭიროებას და ხელს უშლის ტენის შეღწევას — რაც გადამწყვეტი ფაქტორია ღია გარემოში მდებარე ბეტონის კონსტრუქციების ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად.

გამწმენდი და ენერგო ინსტალაციები

ელექტროგადამცემი ხაზების დასუფთავება

ჩვენ გთავაზობთ ინსპექტირების სერვისებს KTV Working Drone-ის გამოყენებით

ინსპექტირების სერვისები

დრონით ინსპექტირების მოწინავე სისტემები ენერგეტიკის სექტორისთვის.

ენერგეტიკულ ინდუსტრიაში ინსპექტირება ისეთივე კრიტიკულია, როგორც დასუფთავება და ზედაპირის დაცვა. კოროზიამ, მასალის  შესუსტებამ, ხშირი ზემოქმედებითა თუ დროის ფაქტორით, ასევე, სტრუქტურულმა დაზიანებამ შესაძლოა სერიოზული დარტყმა მიაყენოს წარმადობას, უსაფრთხოებასა და წარმოების ეფექტურობას. 

KTV Working Drone გთავაზობთ სრულყოფილ საინსპექციო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ვიზუალურ, თერმულ და 3D ანალიზს ქარის ტურბინების, მზის ელექტროსადგურებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობებისთვის.

ჩვენი დრონით ინსპექტირება უზრუნველყოფს გადამოწმებულ მონაცემებს შემდეგ საკითხებზე:

  • ბზარები, კოროზია და ზედაპირის დეგრადაცია ფოლადის, კომპოზიტურ ან ბეტონის ელემენტებზე;

  • დელამინაცია (შრეებად დაშლა) და ფრთების ეროზია ქარის ტურბინებზე;

  • თერმული წერტილები, დაჩრდილვა და დაზიანებული უჯრედები მზის პანელებზე;

  • გაჟონვა, ნესტი და იზოლაციის გაუმართაობა ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში;

  • ფასადის ან პანელის მოშვებული ელემენტები, რომლებიც ჩამოვარდნის საფრთხეს ქმნის;

  • თერმული დანაკარგები და ენერგოეფექტურობის შემცირება, გამოხატული გაზომვად კვტ.სთ-ში, -სა და ფინანსურ მაჩვენებლებში.

თითოეული ინსპექტირება მუშავდება ინჟინრების მიერ, რათა მიიღოთ ზუსტი, სამოქმედო ანგარიშები ტექნიკური მომსახურების, უსაფრთხოებისა და ენერგოოპტიმიზაციის მკაფიო რეკომენდაციებით.

KTV Care Inspection

ქარის ტურბინები

ქარის ტურბინები მუდმივად იმყოფებიან მკაცრი ამინდის, ვიბრაციისა და მასალის დატვირთვის ზემოქმედების ქვეშ. ჩვენს დრონებს შეუძლიათ მოახდინონ როტორის ფრთების, კოშკების, საკისრებისა და გენერატორის განყოფილებების ინსპექტირება წარმოების შეჩერების ან ალპინისტური სამუშაოების გარეშე. ეს საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ფარული ბზარები, კოროზია და ზეთის გაჟონვა გაუმართაობამდე ბევრად ადრე.

ინსპექტირების, დასუფთავებისა და ნანო-საფარით დამუშავების კომბინაციით, ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს:

  • ტურბინის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებაში;

  • ფრთების დაზიანებისა და ყინულის წარმოქმნის პრევენციაში;

  • წარმადობისა და უსაფრთხოების ოპტიმიზაციაში.

მზის ელექტროსადგურები

KTV Working Drone გთავაზობთ მზის ფერმებისა და სახურავზე დამონტაჟებული სისტემების სრულ თერმულ და ვიზუალურ ინსპექტირებას. ჩვენი კვლევა ავლენს თერმულ წერტილებს, დაჩრდილვას, ინვერტორების გადახურებასა და შუშის დაზიანებას, რამაც შესაძლოა წარმოება 12%-მდე შეამციროს.

დასუფთავების შემდეგ, თითოეული ობიექტი მოწმდება თერმოგრაფიით ენერგიის ნაკადის გადასამოწმებლად და იმ ანომალიების აღმოსაჩენად, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით უხილავია.

ჰიდროელექტროსადგურები და კაშხლები

ჰიდროენერგეტიკული ობიექტების ბეტონის ინფრასტრუქტურა მუდმივ კონტროლს საჭიროებს.

ჩვენი დრონები ახორციელებენ კაშხლის ზედაპირების, წყალგადამშვებების, გვირაბებისა და საყრდენი კედლების დეტალურ სკანირებას ბზარების, წყლის შეღწევის, არმატურის კოროზიისა და თერმული ხიდების გამოსავლენად.

მონაცემები მუშავდება კონსტრუქტორი ინჟინრების მიერ სტრუქტურული უსაფრთხოების მარჟის დასადგენად.

ზედაპირის დამუშავება და ჰერმეტიზაცია.

ინსპექტირების შემდეგ, ზედაპირის მიზნობრივი დამუშავება ან ჰერმეტიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ დრონით, რაც მინიმუმამდე ამცირებს მოცდენის დროს და ადამიანების რისკის ზონაში ყოფნის საჭიროებას.

KTV Working Drone-ის გამოყენების მრავალმხრივი უპირატესობები

დრონის ავტონომიური სადგური

დრონის ფრენები მოთხოვნის შესაბამისად

დისტანციური ან მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტებისთვის KTV Working Drone გთავაზობთ “დოკ” (Dock) სისტემის — დრონის ავტონომიური სადგურის (Drone-in-a-box) გამოყენებას.

ეს სისტემა უზრუნველყოფს ავტომატიზებულ, წინასწარ დაგეგმილ ან კონკრეტულ მოვლენაზე რეაგირების პრინციპით განხორციელებულ ინსპექტირებას ქარის ელექტროსადგურების, მზის პარკებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობებისთვის.

Dock სადგური იძლევა ტერიტორიის უწყვეტი მონიტორინგის, ინციდენტებზე რეაგირებისა და ობიექტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლის საშუალებას, ადამიანის მიერ დრონის ადგილზე ტრანსპორტირებისა და გაშვების საჭიროების გარეშე.

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის ან თქვენს ობიექტზე Dock სისტემის ინტეგრაციის განსახილველად.

მდგრადი, უსაფრთხო და ზუსტი

ყველა ინსპექტირება არის გარემოზე მავნე ზემოქმედების (ემისიების) გარეშე, ხარჯთეფექტური და იძლევა მყისიერ ინფორმაციას თქვენი ენერგეტიკული აქტივების მდგომარეობის შესახებ.

KTV Working Drone-თან თანამშრომლობით თქვენ იღებთ გადამოწმებულ მონაცემებს, უსაფრთხო ოპერაციებსა და ობიექტების ექსპლუატაციის გახანგრძლივებულ ვადას, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ საიმედოობასა და ინვესტიციის დაბრუნებას (ROI).

მინერალური ზედაპირების დაცვა

ჩვენ შევქმენით უნიკალური მეთოდი KTV NanoCoating-ის დასატანად დასუფთავების შემდგომ პროცესში. პროდუქტი ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის წყლის შეღწევას და უზრუნველყოფს ზედაპირის სისუფთავის ხანგრძლივად შენარჩუნებას. მისი ექსპლუატაციის ვადა 10 წლამდე აღწევს.

KTV NanoCoating რეკომენდებულია ყველა მინერალური ზედაპირისთვის, მათ შორის ლესვის, ბეტონის, აგურის ფასადებისა და მსგავსი მასალებისთვის.

ჩვენი უნიკალური დრონების ტექნოლოგიის წყალობით, საფარის დატანა შესაძლებელია საათში 2000 კვ.მ-მდე წარმადობით. ეს ხდის მას იდეალურ გადაწყვეტილებას უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორებისთვის.

KTV Working Drone არის სწრაფი, უსაფრთხო და მდგრადი

ჩვენ ვართ გამოცდილი პარტნიორი

KTV 1992 წელს ნორვეგიაში დაარსდა და სპეციალიზდება დასუფთავებასა და ზედაპირის დამუშავებაზე ნავთობისა და გაზის, უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში.

KTV Working Drone 2015-2020 წლებში შეიქმნა. დღეს ის უკვე მსოფლიოს 68 ქვეყანაშია წარმოდგენილი და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინდუსტრიებს უსაფრთხო, ეფექტურ და მდგრად ტექნიკურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

დაგვიკავშირდით ახლავე!

KTV Working Drone გთავაზობთ მომსახურების ფართო არჩევანს, მათ შორის: ფასადებისა და ფანჯრების წმენდას, მზის პანელების რეცხვას, ინფრასტრუქტურის მოვლასა და დასუფთავებას, ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებებს, ასევე დრონით ინსპექტირებასა და 3D კარტოგრაფიას.

ჩვენი დრონის ტექნოლოგია გამორიცხავს საფრთხის შემცველი სამუშაო მეთოდების, სპეციალური წვდომის ტექნიკისა და რთული უსაფრთხოების პროცედურების საჭიროებას.

გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი მოთხოვნა ფასის შეთავაზებაზე.