ტექნიკური მომსახურეობის გრძელვადიანი გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს დასუფთავებას, ინსპექტირებასა და დოკუმენტირებას
0 %
ბაზარზე არსებული ყველაზე მდგრადი ტექნიკური მომსახურეობის ხელშეკრულება
90000 m2
სუფთა ფასადები და ფანჯრები მთელი წლის მანძილზე
KTV Working Drone

უძრავი ქონების ტექნიკური მომსახურეობის ერთადერთი გრძელვადიანი ხელშეკრულება ბაზარზე.

KTV Working Drone არის ერთადერთი მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ ამ ტიპის გრძელვადიან ხელშეკრულებას ტექნიკური მომსახურეობის შესახებ.

KTV Care ხელშეკრულებით, ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ფასადები და ფანჯრები სუფთად იქნას შენარჩუნებული გრძელვადიანი მომსახურების გეგმის მეშვეობით. გარდა ამისა, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება ინსპექტირება, რომელიც მოიცავს დოკუმენტირებულ ანგარიშს მდგომარეობის შესახებ.

KTV Working Drone-ის გამოყენების მრავალმხრივი უპირატესობები

ჭკვიანი, უსაფრთხო და გამოცდილი სერვისები და ტექნოლოგია

ფასადის მოვლა

KTV Working Drone-ის დრონების ტექნოლოგია უზრუნველყოფს ფასადებისა და ფანჯრების მაღალეფექტურ წმენდას, პერსონალისთვის ყოველგვარი რისკის გარეშე. ჩვენ მიერ დაპატენტებული უსაფრთხოების სისტემა გარანტიას იძლევა, რომ დრონი მუდმივად და უსაფრთხოდ არის მიმაგრებული შენობაზე, რაც გამორიცხავს ვარდნის ან მართვის დაკარგვის რისკს.

ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ჩვენი საწმენდი გადაწყვეტილებები არის არაინვაზიური და ფრთხილი, რაც იცავს თქვენს შენობას იმ გრძელვადიანი დაზიანებებისგან, რომლებსაც ხშირად მაღალი წნევის სისტემები იწვევს.

ჩვენ შევქმენით KTV SelfCleaner – იდეალური საშუალება წყალმცენარეებითა და სოკოთი დაზიანებული ფასადებისთვის და KTV Window/Metal Cleaner – შენობებისთვის, რომლებიც განიცდიან მტვრისა და გარემოს დაბინძურების ზემოქმედებას. ისინი ყოველ ჯერზე უზადო სისუფთავეს უზრუნველყოფენ.

KTV Care-ის ხელშეკრულებით თქვენ იღებთ იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ წმენდაა. თქვენ იღებთ სრულ კონტროლს თქვენი შენობის მდგომარეობაზე. ეს გრძელვადიანი გადაწყვეტილება აერთიანებს გეგმიურ რეცხვასა და პროფესიონალურ ინსპექტირებას, რაც მოიცავს დეტალურ ანგარიშებს ზედაპირის დაზიანებების, თერმული დანაკარგებისა და ტექნიკური მომსახურების საჭიროებების შესახებ.

დაიცავით თქვენი ინვესტიცია, შეამცირეთ ხარჯები და იყავით მუდამ ერთი ნაბიჯით წინ.

ფანჯრების წმენდა

KTV Window/Metal Cleaner სპეციალურად შემუშავებულია ფანჯრების გასაწმენდად ყოველგვარი მექანიკური ზემოქმედების გარეშე, რაც გამორიცხავს შუშის, ჩარჩოების ან ფასადის ზედაპირის დაზიანების რისკს.

ჩვენი დრონების მეშვეობით, სიმაღლეზე სახიფათო ფიზიკური შრომის საჭიროება დღის წესრიგში აღარ დგას, რაც უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას და შენობების დაცვას. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ჩვენი ტექნოლოგია ასუფთავებს არა მხოლოდ მინას, არამედ მთლიან ფანჯარას, ჩარჩოების ჩათვლით, რაც უზადო შედეგს იძლევა.

მსოფლიოს მასშტაბით შენობების უმეტესობა ფანჯრების წმენდას წელიწადში 2-4-ჯერ მოითხოვს. ტრადიციული მეთოდები, რომლებიც მოიცავს ალპინისტების ჩართულობას, ფასადის მომსახურების დანადგარებისა (BMU) და ამწეების გამოყენებას, ხშირად იწვევს ზედაპირის ცვეთას და, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად – მძიმე უბედურ შემთხვევებს. ყოველწლიურად ათასობით მუშა კარგავს სიცოცხლეს ფასადებისა და ფანჯრების წმენდისას.

KTV Working Drone-ში ჩვენი პრიორიტეტია უსაფრთხოება და მდგრადობა ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი მისიაა დავიცვათ შენობები და შევამციროთ მათი მოვლის ხარჯები.

KTV Working Drone: სუფთა ფანჯრები, მშვიდი სინდისი.

ინსპექცია

ჩვენ ვატარებთ მაღალტექნოლოგიურ ინსპექტირებას მაღალი გარჩევადობის ფოტოგრაფიის, თერმული ვიზუალიზაციისა და 3D მოდელირების ტექნოლოგიების გამოყენებით.

ეს საშუალებას გვაძლევს მაღალი სიზუსტით გამოვავლინოთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა სითბოს დანაკარგი, ტენიანობის შეღწევა, სტრუქტურული დაზიანება და სხვა კრიტიკული მდგომარეობები. შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, ჩვენ ვამზადებთ დეტალურ და ინდივიდუალურ ანგარიშებს, რომლებიც მორგებულია თითოეული კლიენტის სპეციფიკურ მოთხოვნებზე.

ინსპექტირების სერვისი შესაძლოა ინტეგრირდეს ჩვენს დასუფთავებისა და ზედაპირების დამუშავების გადაწყვეტილებებთან, რაც გვთავაზობს სრულყოფილ და ეფექტურ მიდგომას შენობების მოვლისა და აქტივების მართვისთვის.

იხილეთ რეპორტის ნიმუში აქ (ლინკზე გადასვლისას იხილავთ დოკუმენტის PDF ვერსიას. დააკლიკეთ “შენახვას” გადმოწერისთვის)

წაიკითხეთ მეტი ინსპექტირების სერვისების შესახებ აქ

KTV Working Drone-ის ინსპექციის სერვისები

ინსპექციის სერვისები

პარტნიორები იღებენ წვდომას დრონებსა და სპეციალიზებულ KTV Working Drone-ის აპლიკაციურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს ინსპექტირების პროცესს. აღნიშნული სერვისის შეთავაზება მომხმარებლებისთვის შესაძლებელია დასუფთავების ან ზედაპირის დამუშავების შემდგომ.

ჩვენი პორტალის მეშვეობით თქვენ ტვირთავთ ფოტომასალას და იღებთ ინჟინრის მიერ სრულად გადამოწმებულ ანგარიშს, რომლის გაზიარებაც პირდაპირ დამკვეთისთვის არის შესაძლებელი. ანგარიშში დეტალურად არის იდენტიფიცირებული დაზიანებები, გაჟონვები ან თერმული დანაკარგები. მომსახურების ხარისხი არის უმაღლესი, ხოლო ანგარიშის მომზადების სერვისი — მეტად ხარჯეფექტური.

ჩვენ ვატარებთ მოწინავე ინსპექტირებას დრონების მეშვეობით, რაც მოიცავს მაღალი გარჩევადობის ფოტოგადაღებას, თერმულ ვიზუალიზაციასა და 3D მოდელირებას.

ეს იძლევა სითბოს დანაკარგის, ნესტის შეღწევის, კოროზიის, სტრუქტურული ცვლილებებისა და ფასადის იმ ფხვიერი ელემენტების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას, რომლებიც ვარდნის რისკს ქმნიან. აღნიშნული ხარვეზების აღმოჩენა ხდება მანამ, სანამ დაზიანება ვიზუალურად შესამჩნევი ან ძვირადღირებული გახდება.

ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ჩვენ ვაერთიანებთ თერმულ და ვიზუალურ მონაცემებს საინჟინრო გამოცდილებასთან. თითოეული ინსპექტირება მოწმდება და დასტურდება სერტიფიცირებული ინჟინრების მიერ, რომლებიც ახდენენ მიგნებების ინტერპრეტაციას, რაც უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტესა და საიმედოობას.

იხილეთ რეპორტის ნიმუში აქ (ლინკზე გადასვლისას იხილავთ დოკუმენტის PDF ვერსიას. დააკლიკეთ “შენახვას” გადმოწერისთვის).

ჩვენი ინსპექტირების სერვისების შესახებ პრეზენტაცია იხილეთ აქ (ლინკზე გადასვლისას იხილავთ დოკუმენტის PDF ვერსიას. დააკლიკეთ “შენახვას” გადმოწერისთვის).

ჩვენი საინსპექციო მომსახურება მოიცავს აქტივებისა და ნაგებობების ფართო სპექტრს:
  • შენობები და ფასადები

  • სამრეწველო ობიექტები და ინფრასტრუქტურა

  • სატელეფონო და გადამცემი ანძები

  • მზის პანელები და განახლებადი ენერგიის დანადგარები

  • ქარის ტურბინები და ოფშორული ნაგებობები

  • ამწეები, სატვირთო მოწყობილობები და ფოლადის კარკასები

  • გემები, ტერმინალები და პორტის ობიექტები

  • ხიდები, გვირაბები და მსხვილი სამოქალაქო კონსტრუქციები

საინსპექციო ფოტოების მიმოხილვა

სურათების გასადიდებლად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ფოტოებს

ჩვენი ტექნოლოგია ავლენს შემდეგ ხარვეზებს:

  • კოროზია, ბზარები და სტრუქტურული დეფორმაცია

  • ტენიანობა და წყლის შეღწევა

  • სითბოს და ენერგიის გაჟონვა (თერმული ხიდები, იზოლაციის ხარვეზები)

  • ფასადის ფხვიერი ელემენტები ან მინის პანელები, რომლებიც ვარდნის საფრთხეს ქმნის

  • ჰაერის გაჟონვა, მასალის დაღლილობა და დელამინაცია ფოლადის ან კომპოზიტურ კონსტრუქციებში

KTV Working Drone-ის წმენდა

ჭკვიანი და პროფესიონალური წმენდის ტექნოლოგია KTV-სგან

როცა ჭკვიანი ქიმია და უსაფრთხო ტექნოლოგია ერთმანეთს ხვდება.

KTV Working Drone პიონერია ფანჯრებისა და ფასადების არაკონტაქტურ წმენდაში. ჩვენი უნიკალური მეთოდი გამორიცხავს მექანიკური წმენდის საჭიროებას, რაც მკვეთრად ამცირებს ზედაპირის დაზიანების რისკს.

ტრადიციული მეთოდები, რომლებიც იყენებენ ალპინისტებს, ამწეებსა და მექანიკურ წმენდას, ხშირად იწვევს ფასადებისა და ფანჯრების ცვეთასა და დაზიანებას. გაწმენდილი წყლისა და ჩვენი სპეციალიზებული KTV Window/Metal Cleaner-ის მხოლოდ 1%-ის კომბინაციით, ჩვენი დრონების სისტემა გვთავაზობს ბაზარზე არსებულ ყველაზე მდგრად და ზედაპირისთვის უსაფრთხო წმენდის მეთოდს.

KTV SelfCleaner – ინოვაცია ნორვეგიიდან.

2010-დან 2015 წლამდე პერიოდში, KTV-მ შეიმუშავა KTV SelfCleaner, როგორც პასუხი იმ დაზიანებებზე, რომლებსაც მაღალი წნევით რეცხვა და აგრესიული ქიმიკატები იწვევდა. 2015 წელს გამოშვებული ეს თვითგამწმენდი დღეისათვის უკვე მსოფლიოს მასშტაბით 20 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის შენობის ზედაპირზეა გამოყენებული.

KTV SelfCleaner სპეციალურად შექმნილია იმ ფასადების დასამუშავებლად, რომლებიც დაზიანებულია ობის, წყალმცენარეებისა და ბაქტერიების მიერ, მასალის გაფუჭების გარეშე. ეს მეთოდი ახანგრძლივებს თქვენი შენობის ექსტერიერის სიცოცხლისუნარიანობას და ამავდროულად მნიშვნელოვნად ამცირებს გრძელვადიან საექსპლუატაციო ხარჯებს.

დრონების ტექნოლოგიასთან კომბინაციაში, რომელიც გამორიცხავს ადამიანების ყოფნას სახიფათო სამუშაო ზონებში, იქმნება სრულყოფილი ფორმულა შენობების მდგრადი და ეფექტური მოვლისთვის.

KTV NANO

მინერალური ზედაპირების დაცვა.

ჩვენ შევიმუშავეთ უნიკალური მეთოდი წმენდის შემდგომ KTV NanoCoating-ის დასატანად. პროდუქტი ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის წყლის შეღწევას და ეხმარება ზედაპირს სისუფთავის ხანგრძლივად შენარჩუნებაში. მისი მოქმედების ვადა 10 წლამდეა.

KTV NanoCoating რეკომენდებულია ყველა მინერალური ზედაპირისთვის, მათ შორის: ლესვის, ბეტონის, აგურის ფასადებისა და მსგავსი მასალებისთვის.

ჩვენი საკუთარი დრონების ტექნოლოგიის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია დამცავი საფარის დატანა საათში 2,000 მ²-მდე სიჩქარით. ეს მას იდეალურ გადაწყვეტილებად აქცევს უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორებში გამოსაყენებლად.

ზედაპირების დამუშავება
*მალე*

– დრონით შესრულებული მოპირკეთების მომავალი

KTV Working Drone ამჟამად ასრულებს მუშაობას ტექნოლოგიაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის დრონით შეღებვასა და ზედაპირის მაღალტექნოლოგიურ დამუშავებას. ჩვენი განვითარების პროცესში ცენტრალური ადგილი მდგრადობასა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას უკავია.

ეს არ ეხება მხოლოდ საღებავს. ჩვენი დრონები ასევე გამოიყენებენ ნანო-დაფარვას და დამცავ საფარს, რაც დაეხმარება შენობებს გაუძლონ გამოფიტვასა და დაბინძურებას. ჩვენი სპეციალური საშუალებები სხვადასხვა ზედაპირს ტენისგან, ჭუჭყისგან, ლაქებისგან ან დაზიანებისგან დაიცავს. ამავდროულად, გაახანგრძლივებს მათ სიცოცხლისუნარიანობას.

დრონი აღჭურვილია ავტომატიზებული ფრენის პროგრამებით, მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფითა და უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს ზუსტ და გარემოსთვის უსაფრთხო მუშაობას.

დაელოდეთ 2026 წელს…

BlueTag-ის ხარისხი და დოკუმენტირების სისტემა

BlueTag-ის მეშვეობით ბიზნეს ოპერაციების, ხარისხისა და დოკუმენტაციის მართვა

ჩვენი გრძელვადიანი ხელშეკრულებების ფარგლებში, მომხმარებლები იღებენ უფასო წვდომას BlueTag-ის დოკუმენტაციის სისტემაზე.

KTV Working Drone სრულად მართავს ადმინისტრირებას, რაც მოიცავს სამუშაო ანგარიშების, ფოტოებისა და ვიდეომასალის და ექსპლუატაციისა და მოვლის (O&M) დოკუმენტაცების ატვირთვას. დროთა განმავლობაში იქმნება შესრულებული სამუშაოების სრული ისტორია, რაც უზრუნველყოფს მმართველი საბჭოსთვის სრულ გამჭვირვალობას და მნიშვნელოვნად ამცირებს ადმინისტრაციულ დატვირთვას.

მომხმარებლები იღებენ წვდომას სპეციალურ ვებსაიტზე, რომელიც მუდმივად ხელმისაწვდომია და სადაც ყველა დოკუმენტაცია ერთ სივრცეშია თავმოყრილი. სისტემის მთავარი მახასიათებელია ის, რომ ნებისმიერი სამუშაო ყოველთვის დასტურდება შესაბამისი ანგარიშებითა და ფოტომასალით. ეს განსაკუთრებით ღირებულია საბჭოს წევრების ცვლილებისას ან მობინადრეთა მხრიდან კითხვების გაჩენის შემთხვევაში.

მომხმარებელთა გამოკითხვებში ყველა რესპონდენტი სისტემას უმაღლეს შეფასებას აძლევს, განსაკუთრებით კი ხაზს უსვამს დაზოგილი დროის მნიშვნელობას. BlueTag საერთაშორისოდ აღიარებული სისტემაა, რომელიც 2009 წლიდან ვითარდება და შეესაბამება ISO 9001, ISO 45001 და ISO 14001 სტანდარტების მოთხოვნებს.

KTV Working Drone-ის გამოყენების მრავალმხრივი უპირატესობები

მდგრადობა

ჩვენი ტექნოლოგია შექმნილია იმისათვის, რომ პერსონალი ჩამოაშოროს სახიფათო სამუშაო გარემოს, რაც გამორიცხავს ხარაჩოებისა და ამწეების გამოყენების საჭიროებას. შემთხვევათა უმეტესობაში, ოპერაციებისთვის საჭირო მთლიანი დრო მნიშვნელოვნად მცირდება.

ჩვენ ასევე შევქმენით KTV PowerCleaner — მაღალი წნევის სარეცხი აპარატი, რომელიც მთლიანად ბატარეებზე მუშაობს და 100%-ით ელექტრონულია. ეს მანქანა თავის კლასში უნიკალურია და აღჭურვილია სუფთა წყლის სისტემით, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ქიმიკატების გამოყენების საჭიროება და ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

დასუფთავების მდგრადი მეთოდები

ჩვენი დასუფთავების მეთოდები ჯერ კიდევ 2015 წელს შემუშავდა, მდგრადობასა და ზედაპირების დაცვაზე მკაფიო ფოკუსირებით. ჩვენი მიზანია წმენდისას წყლის წნევის შემცირება და ზედაპირებთან ყოველგვარი მექანიკური კონტაქტის თავიდან აცილება.

KTV SelfCleaner და KTV WindowCleaner სისტემები შექმნილია იმისათვის, რომ დროთა განმავლობაში შეუნარჩუნოს პირვანდელი სახე ფასადებსა და ფანჯრებს, თავიდან აიცილოს ზედაპირის დაზიანება და ამავდროულად შეინარჩუნოს სისუფთავე.

შენობებსა და ინფრასტრუქტურას უძრავი ქონების, ნავთობისა და გაზის, ენერგეტიკისა და საზოგადოებრივი სამუშაოების სექტორებში ხშირად 100 წელზე მეტი სასიცოცხლო ციკლი აქვთ. სწორედ ამიტომ, მოვლის მეთოდის შერჩევა გადამწყვეტია მდგრადობისთვის.

ჩვენ გვესმის გრძელვადიანი მოვლის მნიშვნელობა და ჩვენი გადაწყვეტილებები დღეს არსებულ მეთოდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია.

ციფრული შესაბამისობა და დოკუმენტაცია

ჩვენი Bluetag CRM სისტემა სრულად შეესაბამება ISO 14001, ISO 45001 და ISO 9001 სტანდარტებს.

ყველა სამუშაო და პროექტი დოკუმენტირებულია შესაბამისი საკონტროლო სიებით, რისკების შეფასებებით, ანგარიშებითა და ფოტომასალით.

აღნიშნული დოკუმენტაცია კლიენტებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში პროექტის დაწყებისთანავე, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, მიკვლევადობასა და ხარისხის კონტროლს სამუშაოს ყველა ეტაპზე.

მიიღეთ შეთავაზება ახლავე!

KTV Working Drone გთავაზობთ მომსახურების ფართო არჩევანს, მათ შორის: ფასადებისა და ფანჯრების წმენდას, მზის პანელების რეცხვას, ინფრასტრუქტურის მოვლას და დასუფთავებას, ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებებს, ასევე დრონით ინსპექტირებასა და 3D კარტოგრაფიას.

ჩვენი დრონის ტექნოლოგია გამორიცხავს საფრთხის შემცველი სამუშაო მეთოდების, სპეციალური წვდომის ტექნიკისა და რთული უსაფრთხოების პროცედურების საჭიროებას.

გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი მოთხოვნა ფასის შეთავაზებაზე.