ჩვენ შესახებ
KTV Working Drone-ში ჩვენი მთავარი მიზანი პოზიტიური გავლენის მოხდენა და ადამიანების ყოველდღიური სამუშაო გამოცდილების გაუმჯობესებაა.
ჩვენი პრიორიტეტია ვუზრუნველყოთ იმ ადამიანების უსაფრთხოება და კეთილდღეობა, ვინც მაღალ სიმაღლეებზე მუშაობს, იქნება ეს ლიფტის ოპერატორი, ხარაჩოზე მომუშავე თუ ფასადის ალპინისტი. მსგავსი ფიზიკურად მძიმე სამუშაოები ხშირად იწვევს ქრონიკულ ტრავმებს. ამასთან, ყოველდღიურად დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებთან. ჩვენი მიზანი სწორედ ამ ჯგუფების მხარდაჭერა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა, რასაც ინოვაციური, დრონზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მეშვეობით ვახერხებთ.
ჩვენი ისტორია
დამფუძნებლის და კომპანიის ევოლუციის შესახებ
კენეტ ნილსენმა კომპანია “KTV” 1992 წელს დაარსა. მას შემდეგ, 3 ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით, KTV ფასადების და ფანჯრების წმენდის სერვისებში წამყვანი პროვაიდერი გახდა.
კომპანიის გაფართოებასთან ერთად, მისი მომსახურების სფერო უფრო მრავალფეროვანი გახდა და პროფესიონალური წმენდისა და ზედაპირების დამუშავების მიმართულებით მოიცვა როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო ინდუსტრიები. სწორედ ამ განვითარებამ განაპირობა KTV Working Drone-ის შექმნა: ეს არის უახლესი დრონ-ტექნოლოგია, რომელიც სპეციალურად სხვადასხვა დარგის ფართო სპექტრის მომსახურეობისთვის შეიქმნა.
2022 წელს “KTV Working Drone” ფასადებისა და ფანჯრების წმენდის ინდუსტრიაში პიონერად მოგვევლინა. ჩვენმა გუნდმა წლები მიუძღვნა მოწინავე აღჭურვილობის, უახლესი სისტემებისა და ოპტიმიზირებული პროცედურების შექმნას, რათა მომხმარებლებს უფრო უსაფრთხო მომსახურეობა შევთავაზოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, რომ კლიენტებმა სხვადასხვა ქვეყანაში მიიღონ უმაღლესი ხარისხის მომსახურება და მუდმივად ისწრაფვის საკუთარ საქმიანობაში სრულყოფილების მისაღწევად.
კვლევა და განვითარება KTV Working Drone-ის საქმიანობის საფუძველია. ჩვენი მიზანი ტექნოლოგიური წინსვლაა, რისთვისაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ გადამწყვეტ როლს, რომელსაც პარტნიორები ასრულებენ ჩვენს განვითარებაში და გვჯერა, რომ გამოცდილების გაზიარება აუცილებელია ორმხრივი ზრდისთვის. გლობალური გაფართოების პარალელურად, ჩვენი პარტნიორების გამოცდილებას კვლავ ვიზიარებთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები.
სამუშაო დრონებზე სტანდარტების დაწესება
KTV Working Drone განვითარდა KTV ჯგუფის ბაზაზე, რომელიც 1992 წელს კენეტ ნილსენმა დააფუძნა. KTV ჯგუფს ფასადებისა და ფანჯრების წმენდის 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და თავისი საქმის ექსპერტს წარმოადგენს ბაზარზე.
KTV Working Drone-ის შექმნის იდეა გაჩნდა 2015 წელს, როდესაც დავიწყეთ ფასადებისა და ფანჯრების წმენდის ინოვაციური და ეფექტური გზის ძიება. დრონის სათანადო და კომერციული მიზნებისთვის გამოსაყენებლად უამრავი მოდიფიკაცია გახდა საჭირო. შედეგად, ჩვენ მივიღეთ უნიკალური დრონი, რომელიც აღჭურვილია სპეციალურად ადაპტირებული სამაგრებითა და ექსკლუზიური დიზაინის საწმენდი მოწყობილობებით. ასევე, შემუშავებულია უსაფრთხოების სისტემა (რომელზეც მიმდინარეობს პატენტის მოპოვება), რაც გამორიცხავს დრონის ვარდნას მუშაობის პროცესში.
დრონმა გაიარა ინტენსიური ტესტირება და მისი კომერციული გამოყენება ფანჯრებისა და ფასადების წმენდისთვის ჯერ კიდევ 2020 წელს, ნორვეგიაში, KTV ჯგუფის მიერ დაიწყო.
2022 წლისთვის KTV Working Drone-ი უკვე სრულყოფილად იყო მომზადებული და მისი გლობალური კომერციალიზაციის პროცესიც დაიწყო. დღეს KTV Working Drone-ი თითქმის მთელ მსოფლიოშია წარმოდგენილი და ჩვენი პარტნიორული ქსელი სწრაფი ტემპით იზრდება.
მომავალი KTV Working Drone-ისთვის განვითარების უამრავ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ გვჯერა, რომ მალე ჩვენი დრონები შეძლებენ მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებას, სპეციალურ ინსპექტირებასა და ზედაპირების დამუშავებასაც კი.
მდგრადობა
ჩვენი ტექნოლოგია შექმნილია იმისათვის, რომ პერსონალმა სახიფათო გარემოში აღარ იმუშაოს, რაც გამორიცხავს ხარაჩოებისა და ამწეების საჭიროებას. უმეტეს შემთხვევაში, ოპერაციებისთვის საჭირო მთლიანი დრო საგრძნობლად მცირდება.
ჩვენ ასევე შევქმენით KTV PowerCleaner – მაღალი წნევის სარეცხი მოწყობილობა, რომელიც სრულად ბატარეაზე მუშაობს, რაც მას 100%-ით ელექტროს ხდის. ეს მანქანა უნიკალურია თავის კლასში. მასში ინტეგრირებულია სუფთა წყლის სისტემა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ქიმიკატების გამოყენების საჭიროება და ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.
წმენდის მდგარი მეთოდები
ჩვენი წმენდის მეთოდები ჯერ კიდევ 2015 წელს შემუშავდა, მდგრადობაზე და ზედაპირების დაცვაზე მკაფიო ფოკუსირებით. ჩვენი მიზანია წმენდისას წყლის წნევის შემცირება და ზედაპირებთან ყოველგვარი მექანიკური კონტაქტის თავიდან აცილება.
KTV SelfCleaner-ისა და KTV WindowCleaner-ის სისტემები შექმნილია ფასადებისა და ფანჯრების გრძელვადიანი შენარჩუნებისთვის. ისინი თავიდან იცილებენ ზედაპირის დაზიანებას და ამავდროულად, უზრუნველყოფენ სრულყოფილ სისუფთავეს.
უძრავი ქონების, ნავთობისა და გაზის, ენერგეტიკისა და საჯარო სამუშაოების სექტორში არსებული შენობებისა და ინფრასტრუქტურის სასიცოცხლო ციკლი ხშირად 100 წელზე მეტს შეადგენს. სწორედ ამიტომ, მოვლის მეთოდის შერჩევა გადამწყვეტია მდგრადობისთვის.
ჩვენ გვესმის გრძელვადიანი მოვლის მნიშვნელობა და ჩვენი გადაწყვეტილებები დღეს არსებულ მეთოდებს შორის განსაკუთრებული მდგრადობით გამოირჩევა.
ციფრული შესაბამისობა და დოკუმენტაცია
ჩვენი Bluetag CRM სისტემა სრულად შეესაბამება ISO 14001, ISO 45001 და ISO 9001 სტანდარტებს.
ყველა სამუშაო ადგილი და პროექტი გამყარებულია საკონტროლო სიებით, რისკების შეფასებებით, ანგარიშებითა და ფოტომასალით.
ეს დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია კლიენტებისთვის ონლაინ რეჟიმში პროექტის დაწყებისთანავე, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, მიკვლევადობასა და ხარისხის კონტროლს ყოველ ეტაპზე.
სამომავლო განვითარება
შემდეგი ნაბიჯები
- სპრეი შეღებვა
უწყვეტი განვითარების, ხანგრძლივი ტესტირებისა და საღებავების მწარმოებლებთან ახალი პარტნიორობის წყალობით, ჩვენ ვუახლოვდებით ტესტირების დასკვნით ფაზას. - მუშაობა დიდ სიმაღლეებზე
KTV Working Drone-ში ჩვენ ვამაყობთ ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც ჩვენს დრონებს აძლევს შესაძლებლობას უსაფრთხოდ შეასრულონ დავალებები დაახლოებით 600 მეტრის და უფრო მეტ სიმაღლეზეც. ჩვენი თანამედროვე სახურავის უსაფრთხოების სისტემა უზრუნველყოფს როგორც დრონის, ისე მიწაზე მყოფი პირების დაცვას. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი დრონების შესაძლებლობები უსაზღვროა და მზად ვართ გადავლახოთ არსებული შესაძლებლობების ზღვარი. - ავტონომიური დრონი
ჩვენი ძალისხმევის 100% მიმართულია იქითკენ, რომ დრონმა შეძლოს დავალებების სრულიად ავტონომიურად შესრულება. მარტივი ფასადების შემთხვევაში ჩვენ უკვე მივაღწიეთ ამას – იქ დრონი პილოტის გარეშე მუშაობს. ჩვენი მიზანია, ეს ტექნოლოგია დავხვეწოთ რთული შენობებისა და კონსტრუქციებისთვისაც. - დისტანციური მართვის ცენტრები
ჩვენი გეგმების ნაწილია დრონის პილოტებისთვის მართვის ცენტრების შექმნა, რაც მათ საშუალებას მისცემს მართონ დრონები გლობალურად, ინტერნეტის საშუალებით. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი პილოტებს საშუალებას მისცემს გაწიონ დისტანციური მხარდაჭერა, შეასრულონ სპეციალიზებული დავალებები, იმუშაონ უფრო უსაფრთხოდ და უზრუნველყონ განსაკუთრებული მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.