სერვისები
ნავთობი, გაზი და მრეწველობა
ნავთობისა და გაზის სექტორში მრავლადაა დასუფთავებასთან, ზედაპირის დამუშავებასა და ინსპექტირებასთან დაკავშირებული გამოწვევები — სწორედ აქ ვლინდება KTV Working Drone-ის რეალური ღირებულება
KTV 1992 წლიდან დასუფთავებისა და ზედაპირის მოვლის სფეროში სანდო რეპუტაციით სარგებლობს. ჩვენი დრონების ტექნოლოგია 2015-2020 წლებში ნორვეგიაში შეიქმნა, სადაც ინდუსტრიაში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილება თანამედროვე ინოვაციებს შეერწყა. დღეს KTV Working Drone მსოფლიოს 68 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
წმენდა და ფუნქციონირება სახიფათო გარემოში
ჩვენი დრონებზე დაფუძნებული დასუფთავების სისტემები გამორიცხავს სახიფათო გარემოში ადამიანების მუშაობის საჭიროებას. ეს რადიკალურად ამცირებს ან სრულად აუქმებს ხარაჩოებთან და ალპინისტურ სამუშაოებთან დაკავშირებულ ხარჯებსა და სირთულეებს.
ინდუსტრიული და საზღვაო გარემოცვის დასუფთავების მეთოდებში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილებით, ჩვენ შევქმენით მდგრადი და ეკონომიური გადაწყვეტილებები, რომლებიც მორგებულია ნავთობისა და გაზის სექტორზე. მსგავსი ობიექტები ძირითადად მეტალის კონსტრუქციებისგან შედგება, რაც მოითხოვს ფრთხილ დასუფთავებას დამცავი საფარის შესანარჩუნებლად და ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად.
KTV SelfCleaner არის უნიკალური, ჩვენივე წარმოების დასუფთავების სისტემა, რომელიც შექმნილია ეფექტური წმენდისთვის ზედაპირის დაზიანების გარეშე — რაც უზრუნველყოფს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქონების გრძელვადიან დაცვას.
KTV Working Drone-ის მეშვეობით ჩვენ გთავაზობთ ზედაპირების მოვლას და საინსპექციო სამუშაოებს
ზედაპირების მოვლა
ჩვენი მიზანია, რომ 2025 წლისთვის დრონმა ზედაპირის დამუშავების ამოცანების პირდაპირ შესრულება შეძლოს. ამჟამად ვმუშაობთ მოწინავე ტექნოლოგიებზე, მათ შორის წერტილოვან ქვიშა-ჭავრულ დამუშავებაზე, რაც ზედაპირის ლოკალურ მომზადებასა და შემდგომ შეღებვას გახდის შესაძლებელს.
ამ ინოვაციის უკან მკაფიო მიზანი დგას: შევამციროთ პერსონალის საჭიროება მაღალი რისკის შემცველ გარემოში, ამავდროულად შევამციროთ ხარჯები და გავზარდოთ ჩვენი მომხმარებლების მუშაობის ეფექტურობა.
საინსპექციო მომსახურება
დრონით ინსპექტირების მოწინავე სისტემები ნავთობის, გაზისა და ინდუსტრიული ობიექტებისთვის
ნავთობისა და გაზის სექტორი მოითხოვს იმ კონსტრუქციების მუდმივ კონტროლს, რომლებიც კოროზიის, ტემპერატურული ცვალებადობისა და მკაცრი გარემო პირობების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.
KTV Working Drone გთავაზობთ ამ გამოწვევებზე მორგებულ საინსპექციო მომსახურებას, რომელიც აერთიანებს მაღალი რეზოლუციის ფოტოგადაღებას, თერმოგრაფიას და 3D მოდელირებას საინჟინრო ანალიზთან ერთად.
ჩვენი დრონით ინსპექტირების სერვისი ახდენს შემდეგი ხარვეზების იდენტიფიცირებასა და დოკუმენტირებას:
- ფოლადის კონსტრუქციებისა და მილსადენების კოროზია და დამცავი საფარის დეგრადაცია;
- დატვირთვის ან ვიბრაციის შედეგად გამოწვეული სტრუქტურული დეფორმაცია და ბზარები;
- ფასადებისა და პანელური სისტემების არამდგრადი ელემენტები (ჩამოვარდნის რისკის მქონე);
- ტენიანობის შეღწევა და იზოლაციის დაზიანება საწარმოო ზონებში;
- თერმული ანომალიები და გაჟონვა რეზერვუარებიდან, ჭურჭლიდან და მილსადენებიდან;
- გადახურება ან ელექტროხარვეზები მართვის სისტემებსა და მექანიკურ აღჭურვილობაში.

ეს ინსპექტირება ხორციელდება ხარაჩოების, ალპინისტური სამუშაოებისა და წარმოების შეჩერების გარეშე, რაც ამცირებს ხარჯებსა და უმოქმედობის დროს, ზრდის სიზუსტესა და უსაფრთხოებას.
ყველა ანგარიში მოიცავს ინჟინრების მიერ დამუშავებულ ვიზუალურ და თერმულ მონაცემებს, რაც გვაძლევს გადამოწმებულ შედეგებსა და სამოქმედო გეგმებს ტექნიკური მომსახურებისა და უსაფრთხოების პროგრამებისთვის.
დრონის ავტონომიური სადგური
დრონის ფრენები მოთხოვნის შესაბამისად
იმ კლიენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ რეგულარულ ინსპექტირებას ან ობიექტის მონიტორინგს, ჩვენ გთავაზობთ”დოკ” (Dock) სისტემას — დრონის ავტომატიზებულ სადგურს (Drone-in-a-box), რომელიც უზრუნველყოფს დაგეგმილ ან მოთხოვნის შესაბამის ფრენებს პირდაპირ ობიექტიდან.
ეს გადაწყვეტილება იძლევა უწყვეტი ინსპექტირების, მეთვალყურეობისა და ტერიტორიის კონტროლის შესაძლებლობას ინდუსტრიულ ქარხნებში, ტერმინალებსა თუ საზღვაო ობიექტებზე. დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის ან თქვენს ოპერაციებზე მორგებული დოკ “Dock” კონფიგურაციის შესაქმნელად.
ინსპექტირება დასუფთავებასა და ზედაპირის დამუშავებასთან ერთად.
KTV Working Drone აერთიანებს ინსპექტირებას, დასუფთავებასა და ზედაპირის დამუშავებას ერთიან ოპერაციულ პლატფორმაში.
ეს იძლევა საშუალებას, რომ ინსპექტირება და ტექნიკური მომსახურება შესრულდეს ერთი სამუშაო პროცესის ფარგლებში — რაც ამცირებს ხარჯებს, მოცდენის დროს და პერსონალის რაოდენობას სახიფათო ზონებში.
შედეგი: უფრო სწრაფი დიაგნოსტიკა. უსაფრთხო ოპერაციები. დაბალი დანახარჯები.
ჩვენ ნავთობის, გაზისა და ინდუსტრიულ სექტორთან პარტნიორობის მრავალწლიანი ისტორია გვაკავშირებს
KTV ჯგუფი 1992 წელს ნორვეგიაში დაარსდა. ის ინდუსტრიული და უძრავი ქონების დასუფთავებაზე, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის სექტორში ოპერირებს. ძლიერი სამეწარმეო სულისკვეთებით, კომპანია მუდმივად ქმნის ახალ პროდუქტებსა და სერვისებს.
KTV Working Drone 2015-2020 წლებში, მასშტაბური ინოვაციური პროექტის ფარგლებში შეიქმნა. 2025 წელს ჩვენ ნავთობისა და გაზის ბაზარზე პირველი მნიშვნელოვანი ოპერაციით შევედით კომპანია “Equinor Kårstø”-ში, სადაც 1800 მეტრი სიგრძის გაზსადენი დრონებითა და “SelfCleaner” მეთოდით გავწმინდეთ. ამით ინდუსტრიულ სფეროში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სრულიად ახალი სტანდარტი დაინერგა.
დაგვიკავშირდით ახლავე!
KTV Working Drone გთავაზობთ მომსახურების ფართო არჩევანს, მათ შორის: ფასადებისა და ფანჯრების წმენდას, მზის პანელების რეცხვას, ინფრასტრუქტურის მოვლასა და დასუფთავებას, ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებებს, ასევე დრონით ინსპექტირებასა და 3D კარტოგრაფიას.
ჩვენი დრონის ტექნოლოგია გამორიცხავს საფრთხის შემცველი სამუშაო მეთოდების, სპეციალური წვდომის ტექნიკისა და რთული უსაფრთხოების პროცედურების საჭიროებას.
გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი მოთხოვნა ფასის შეთავაზებაზე.