ინდუსტრიული დრონის პილოტი / ტექნიკური სპეციალისტი

კომპანია KTV Working Drone Georgia აცხადებს ვაკანსიას დრონის პილოტის / ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და მონაწილეობას მიიღებს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური დრონების მართვასა და სერვისში.

🛠️ ძირითადი მოვალეობები:

  • ინდუსტრიული/კომერციული დრონების უსაფრთხო და ეფექტური მართვა (სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ შორის სიმაღლეზე მუშაობა, ფასადების წმენდა, მონიტორინგი და ა.შ.).
  • ფრენისწინა და ფრენის შემდგომი ტექნიკური ინსპექტირება (Pre-flight & Post-flight checks).
  • დრონების ტექნიკური გამართვა, მცირე დაზიანებების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა (Hardware).
  • პროგრამული უზრუნველყოფის (Firmware) განახლება და კალიბრაცია.
  • საფრენი მისიების დაგეგმვა, ტერიტორიის რისკების შეფასება და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა.
  • საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური ანგარიშების მომზადება.
  • რეპორტინგის გაკეთება: CRM – ის და Bluetag – ში ატვირთვა.

 

🎯 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დრონების (სასურველია კომერციული/ინდუსტრიული მოდელების, მაგ: DJI Enterprise, კასტომიზირებული პლატფორმები)
    ძლიერი ტექნიკური უნარები: ელექტრონიკის, მექანიკის ან IT მიმართულების საბაზისო ცოდნა (Hardware & Software).
  • დრონის მართვის მოქმედი სერტიფიკატი/ლიცენზია (GCAA-ს მიერ გაცემული სერტიფიკატი ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
  • სტრესულ და სიმაღლეზე მუშაობის პირობებში კონცენტრაციის შენარჩუნების უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და უსაფრთხოების წესების უზადო დაცვა.
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (აქტიური მართვის გამოცდილებით).

 

💼 სასურველი თვისებები (ჩაითვლება პლუსად):

  • ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად).
  • გამოცდილება RC მოდელებთან, პაიალნიკთან (soldering) ან მცირე ელექტრონიკის შეკეთებასთან.

🎁 რას გთავაზობთ ჩვენ:

  • სტაბილურ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას + ბონუსები KPI – ის შესრულების მიხედვით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
  • აღჭურვილ სამუშაო სივრცეს (ლაბორატორია/სახელოსნო) ყველა საჭირო ხელსაწყოთი.
  • კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას უსწრაფესად განვითარებად ინდუსტრიაში.
  • სპეციალიზებულ ტრენინგებსა, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობას და მომზადებას კონკრეტულად ჩვენი დრონების სპეციფიკაზე.
  • კომფორტულ სამუშაო გრაფიკს.

📥 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ-ფოსტაზე:

info.ge@ktvworkingdrone.com

და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: „დრონის პილოტი – ტექნიკური სპეციალისტი“.

ნომერი: +995 595 99 22 65